5 ადამიანის მოკვლის და 5 ადამიანის გაცოცხლების უფლობა რომ მქონდეს !

https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i525/1202/6d/1fa165b007f9.jpg
დავიწყოთ სასაკლაოთი …)))

1)მოვკლავდი პუტინს

2)მოვკლავდი შაშკინს

3)მოვკლავდი ლედი გაგას

4)მოვკლავდი თიკო სადუნიშვილს

5)მოვკლავდი პუტინს , მეორეთ ! …)))

სიცოცხლე მშვენიერია მათთან ერთად? საერთოდ არა ! უბრალოდ გვჭირდება ისინი!

1)გავაცოხლებდი მაიკლს ჯექსონ,იმიტომ რომ მაგის  Air Walk მენახა საქართველოში!

2)გავაცოცხლებდი სტალინს იმიტომ რო გაეწმინდა საქართველო “უსახელო ნაბიჭვრებისგან)

3)გავაცოცხლებდი სტივ ჯობსს რადგან კიდე ერთხელ გავეოცებიეთ!

4)გავაცოცხლებდი უსამა ბილ ლადენს რო მეორედ გადაეწვა  ამერიკა!

5)გავაცოცხლებდი გალაქტიონ, რომ კიდევ ერთხელ დაენახა ისეთი ჩუმი მთვარე!

მეც ქე მრცხვენია რავა, მარა ისე არა როგორც თქვენ !

https://i0.wp.com/s018.radikal.ru/i525/1202/84/2a7d92bf2e32.jpg

 

ჯერ ამ პოსტის წერის დროს მადლობას ვუხდი იმას ვინც პირველი გახდა სირცხილის მსხვერპლი და “შეაწუხა“! ზოგი რას წერს ზოგი რას ! ზოგიც იმიტო წერს რო ვითომ რაღაცა ისეთის ცხვენიათ რაც სულ არაა სასირცხვილო ჩემი აზრით ამას მხოლოდ იმიტო წერს ეს ხალხი რო მკითხველს უცნაურობით დაამახსოვროს თავი! მე კიდე დავწერ რისიც მცხვენია!
-ცხვენია რო ბრჩხილებს ვიკვნიტავ

-ტუჩებსაც

-მე ზედმეტი გამუქების გარეშე მრცხვენია რომ მეგრელი ვარ ! მაგრამ არ მცხვენია ქართველი რომ ვარ!

-მრცხვენია რომ წიგნის 20 ფურცლის წაკიტხვას 2 კვირა ვუნდბი

-მრცხვენია იმის რომ საქართველოს რეპერებს არ  რცხვენიათ რო თავის თავს რეპერებს უწოდებენ

-მრცხვენია რო ამ სიტყვას სიირცხვილი ქვია ! რა უბედურებაა ! ვერანაირად ვერ ჩავსვი საჭირო ფორმებში!

-მრცხვენია იმის რომ სკოლაში ყოველი მომდევნო დღე იმიტო მიხარია , რომ იქ მივალ და კარგად გავერთობი!

-მრცხვენია რო “მეგობარს“ მაშინ ახსენდები როცა ტელეფონზე ფულის ჩარიცხვა უნდა! და პირველ სიტყვას იწყებს “ბარო ძმა’’

-მრცხენია რო ნათელაშვილი და მოროშკინა ქართველები არიან !

-მრხვენია რომ ბევრს თავისი სიტყვის ხმამაღლა თქმა არ შეუძლია ! (მეც)

-მეტის არაფერის მრცხვენია ალბათ, ეს ფიქრის გარეშე დავწერე, რისიც მართლა მრცხვენია! ისე ბოლოში რაც წერია სულ არ მრცხვენია მაგის ! და სეერთოდაც,სულ არ მაინტერესებს იტყვიან თუ არა თავის სიტყვას ხმამაღლა !

 

 

 

 

მაიამი

მაიამი (ინგლ. Miami) არის აშშ-ის ქალაქი, ფლორიდის შტატში. მდებარეობს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა 409 719 კაცი. ფორბსი მაიმაი მოწინავე ქალაქია ფინანსების, კომერციის, კულტურის, მედიის, ხელოვნებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სექტორებში. მაიამის პორტი მცნობილია როგორც „მსოფლიოს კრუიზული დედაქალაქი“.[1] მაიამის პორტს ყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი კრუიზული ხაზი და მგზავრები.[2] 2010 წელ მაიამი შეფასდა როგორც მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი აშშ-ში და 33-ე მსოფლიოში. 2008 წელს მაიამი ფორბსის მიერ შეფასდა როგორც „ამერიკის უსუფთავესი ქალაქი“. 2009 წელს ცნობილმა შვეიცარიულმა ბანკმა იუ-ბი-ესმა შეისწავლა მსოფლიოს 73 უმდიდრესი ქალაქი და მაიამი შეაფასა როგორც ყველაზე მდიდარი ქალაქი აშშ-ში ხოლო მეთხუთმეტე უმდირესი ქალაქი მსოფლიოში.[3]

Beautiful Miami Desktop Backgound Picture
Free Small Miami Wallpaper
Nice Beach In Miami Free Picture
Cool Bridge In Miami Desktop Wallpaper

Awesome Miami HD Free Wallpaper
// <![CDATA[
var _voted_item_156208743 = null;

function vote_156208743() {
var elements = document.getElementsByName("option_select_156208743");
for (i = 0; i

Miami California Sunset Desktop background Picture

Nice Boats In Miami Free Wallpaper

Miami Night beautiful Free Wallpapaer

Miami Beach At Night Picture Wallpaper

Nice Miami Beach Free Desktop Wallpaper Picture

Miami Port Free Wallpaper

Beautiful Miami Skyline Free Desktop Picture

Amazing Miami Skyscrapers Wallpaper

Cool Metro In Miami Free Wallpaper

View Of Miami Beach Nice Wallpaper

Miami Skyline HD Free Desktop Background Picture

Huge Cruiser In Miami Free Wallpaper

Nice Miami View Picture

North Miami Cool Wallpaper

Miami View Desktop Wallpaper

I Love Miami shirt

 

Souvenirs Of Interesting Places

მოგზაურობიდან დაბრუნებულ ადამიანებს ხშირად იმ საინტერესო ღირსშესანიშნაობათა ამსახველი სუვენირები ჩამოაქვთ შინ, რომელთა მონახულებაც მათ შეძლეს, ხოლო წარმოშობით ბრიტანელი, თუმცა გერმანიაში დაფუძნებული ფოტოგრაფი Michael Hughes–ი, კი ამ სუვენირთა ფოტოებითაა გატაცებული. სულ ახლახანს მან გამოსცა წიგნი – „Souvenirs“–ი, რომელშიც განთავსებულ ფოტომასალასაც ამჯერად გთავაზობთ:

 


Leaning Tower of Pisa, Italy


Don Quixote, Consuegra, South of Madrid, Spain


Powell and Sutter, San Francisco


5th Avenue, New York


Cairo, Egypt


Atomium monument in Brussels


Statue of Liberty – New York


Houses of Parliament, London


Schoenbrunn, Austria


Neuschwanstein Castle – Germany


London.


East London


Palazzo Vecchio, Florence, Italy


Abbey Road, London


Disneyland


Brandenburg Gate Berlin


Holland mill


Buddy Holly Memorial, Lubbock, Texas


London


Croatian – Zadar


Acropolis – Athen


TV mast – Berlin


Eifel Tower, Paris

Guiness World Records 2012-2

ვაგრძელებთ ფოტოკოლაჟის წარმოდგენას, სადაც თავმოყრილია გინესის რეკორდთა წიგნის 2012 წლის გამოცემაში შეტანილი რეკორდსმენები, რომელთა შორისაც ბევრ უჩვეულო რაიმეს იხილავთ.

 


ყველაზე დიდი პიცა, რომელიც ოდესმე გაყიდვაში ყოფილა.
ლოს–ანჟელესში, პიცერია – “Big Mama’s and Papa’s Pizzeria”–ს მენიუში გახლავთ კვადრატული ფორმის პიცა, რომლის 1 გვერდი 123 სმ–ს შეადგენს, ხოლო საფასური, კი 199. 99 დოლარია. მისი შეკვეთა შინ მიტანითაა შესაძლებელი, თუ პიცერიას 24 სთ–ით ადრე შეტყობინებთ.


ტელესერიალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.
ტელესერიალ – „ექიმი ჰაუსი“–ს მთავარი როლის შემსრულებელ ჰიუ ლორის, 1 სერიაში 400 000 დოლარს უხდიან. ეს ყველაზე პოპულარული ტელესერიალია, რომელსაც 66 ქვეყნის 81.8 მილიონი მაყურებელი უცქერს.


ონლაინ–ტრანსლაციის ცქერის ყველაზე დიდი რაოდენობა.
რეკორდი განეკუთვნება პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ტრანსლაციას, რომელსაც 72 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.


ყვავილების ქოთნების ყველაზე დიდი რაოდენობა, რომლის დამზადებაც 1 სთ–შია შესაძლებელი.
რეკორდსმენი მაიკლ ბაითსია, ვინაც 2009 წლის 28 ივლისს, 1 სთ–ის განმავლობაში ყვავილის 150 ქოთნის გაკეთება შეძლო. მეორე ადგილი მერი ჩეიპელჰაუს ხვდა წილად – 118 ქოთნით.


ბოდიბილდინგის ყველაზე მძიმე წარმომადგენელი.
რეკორდსმენი დენიელ სეკერეცი გახლავთ, რომლის წონაც 134. 99 კგ–ს შეადგენს.


ყველაზე დიდყურა ძაღლი.
რეკორდსმენი ძაღლი “ჰარბორი”–ა, რომელსაც ძაღლთა შორის ყველაზე გრძელი ყურები აღმოაჩნდა. მისი მარჯვენა ყურის სიგრძე 34 სმ–ი, ხოლო მარცხენასი, კი 31.7 სმ–ია.


ყველაზე დიდი ვიოლინო.
ვიოლინოს გერმანელმა ოსტატებმა შექმნეს 4,2 მ–ის სიგრძისა და 1,23 მ–ის სიგანის მქონე ვიოლინო, რომლის ხემიც 5.1 მეტრია. მასზე დასაკრავად 3 ადამიანია საჭირო, რომელთაგან ორს ხემი უიჭირავს და მოძრაობაში მოჰყავს, ხოლო 1 კი სიმებზე შესაბამის მანიპულირებას ანხორციელებს.


ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ქალი.
რეკორდსმენი კრის “გრაფინე” უოლტონია, ვის მარჯვენა ხელზე არსებულ ფრჩხილის ჯამურმა რაოდენობამ 3.09 მ–ი შეადგინა, ხოლო მარცხენამ, კი 2.88 მ–ი. ლას ვეგასი 21.02.2011 წ.


პიგვინების ყველაზე დიდი კოლექცია.
გერმანელი ბრიჯიტ ბერენდსი, ვისაც 2011 წლის 14 მარტის მონაცემით 11 062 პინგვინი აქვს. მისი პირველი პინგვინი, მან ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში შეიძინა.


ყველაზე სწრაფი ეკლესია – ჯვრისწერისათვის.
ეკლესია–ბორბლებზე, რომლის სახელწოდებაცაა – The Best Man“–ი, 99 კმ/სთ–ით გადაადგილდება და აღჭურვილია: 1000 ვტ–იანი სტერეოსისტემით, ვიტრაჟებიანი ფანჯრებით, ორღანით და ჯვრისწერის ცერემონიისთვის საჭირო ყველა სხვა ატრიბუტით.


მამაკაცი, რომელსაც ყველაზე მეტი პირსინგი აქვს.
როლფ ბუჰოლცს 453 ადგილას აქვს სხეულზე სამკაულისთვის განკუთვნილი ნასვრეტები. დორტმუნდის მკვიდრი მამაკაცი ტუჩის მიდამოებში 94–ს, წარბებზე 25–ს, ცხვირზე 8–ს და გენიტალიის მიდამოებში 278 მოსართავ სამკაულს ატარებს.


ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მარტო შემოუფრინა.
ფლორიდის მემორიალური უნივერსიტეტის 23 წლის სტუდენტი ბარინგტონ ირვინი არ შეუშინდა წვიმასა და ქარიშხალს და რეკორდული გაფრენა მარტო განახორციელა. იგი პირველი აფრო–ამერიკელია, ვინაც ამგვარი რეკორდი დაამყარა. უფრო მეტიც, როცა მან შეიტყო, რომ ამგვარი რეკორდისთვის მას თვითმფრინავს არავინ ათხოვებდა, მან ავიამშენის ქარხნის შემოწირული დეტალებისგან თავად ააგო საკუთარი – “Columbia 400″ და გინესის რეკორდსმენთა წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი.


ყველაზე დიდი შოკოლადი.
ჩიკაგოს საკონდიტრო კომპანიის თანამშრომლებმა 2011 წლის 13 სექტემბერს ყველაზე დიდი შოკოლადის ბატონი დაამზადეს, რომლის სიგრძეც 7 მეტრი, სიმაღლე თითქმის 1 მეტრი, ხოლო წონა 5574 კგ–ია. წინა რეკორდს მათ ამჯერად თითქმის 1 ტონით გადააჭარბეს.


სახლის ბინადარ კატათაგან ყველაზე გრძელი კატა, რომელსაც ასევე ყველაზე გრძელი კუდიც აქვს.
ეს 5 წლის კატა სტუი გახლავთ, რომლის სიგრძეც 1.23 მ–ია, ხოლო მისი კუდი, კი 41.5 სმ–ია, რომელიც მსოფლიოში არსებულ კატებს შორის ყველაზე გრძელ კუდად ითვლება.


ყველაზე დიდი ზომის ვერცხნილობა – აფრო.
ახალი ორლეანის მკვიდრი ევინ დუგასი, გინესის რეკორდების წიგნში საკუთარი ვარცხნილობით მოხვდა. მისი აფრო–ვარცხნილობის სიმაღლე 18.3 სმ–ი, სიგანე 19.5 სმ–ი, ხოლო გარშემოწერილობა, კი 1.31 მ–ია.


ყველაზე გრძელი ენა.
კალიფორნიელი შანელ ტეპერის ენის სიგრძე 9.6 სმ–ია წვერიდან ზედა ტუჩამდე. აბსოლოტურ რეკორდსმენად, კი ბრიტანელი სტივენ ტეილორია, ვისაც 9.8 სმ–ის სიგრძის ენა აქვს.


ყველაზე გრძელი ულვაში.
ინდოელი რამ სინგ ჩაუხანუს ულვაშის ზომამ 4.2 მ–ს მიაღწია, რის გამოც იგი გინესის რეკორდსმენთა შორის აღმოჩნდა.


ყველაზე დიდი ნიანგი.
ეს იმ ნიანგთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არ გახლავთ ველური ბუნების ბინადარი. ავსტრალიური ზღვის ნიანგი, რომელიც კასიუს კლეის სახელითაა ცნობილი, სიგრძით 5.47მ–ი, ხოლო წონით 907 კგ–ია.

Guinness World Records 2012

წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, სადაც თავმოყრილია გინესის რეკორდთა წიგნის 2012 წლის გამოცემაში შეტანილი რეკორდსმენები, რომელთა შორისაც ყველაზე დიდს, გრძელს, მოხეხრხებულს, სწრაფს და კიდევ სხვა უჩვეულო რაიმეს იხილავთ.


ყველაზე პატარა ძაღლი.
დედამიწაზე ყველაზე პატარა ძაღლად იორქშირის ტერიერი, ნიუ ჯერსის მკვიდრი – „ლუსი“ მიიჩნევა, რომლის სიმაღლეც 14 სმ–ს შეადგენს.


ყველაზე მეტად ილუმინირებული სახლი.
ავსტრალიის, კერძოდ ფორესტ ექტის მკვიდრმა რიჩარდ და ჯეინ რიჩარდსებმა სახლი და საცხოვრებელი გარემო, საშობაოდ 331 038 ილუმინაციური ნათურით მორთეს. მართალია ოჯახის უფროსები არ ახმაურებენ, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ ყოველივეზე, თუმცა მნახველთა მიერ გაწეული შემოწირულობა მათ სრულად ჩარიცხეს საქველმოქმედო ფონდ – ‘SIDS and Kids’–ში.


ყველზე პატარა მანდილოსანი.
მსოფლიოს ყველაზე პატარა მანდილოსნის სტატუსი ინდოელ ჯოიტი ამგეს მიენიჭა. მისი სიმაღლე 2011 წლის დეკემბრის თვის მონაცემით, 62.7 სმ–ს შეადგენდა. ფოტოზე ექსპერტი რობ მოლოი (მარჯვნივ), თავად ჯოიტი ამგე და ექიმი კ. სუჯათხა (მარცხნივ).


მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, რომელიც 1 ტრუსში ჩაეტია.
2011 წლის 17 ნოემბერს ლონდონში, კენერი უორფზე გამართულ სანახაობაში, ერთ ტრუსში 57 ადამიანი ჩაეტია.


თვალახვეული ადამიანის მიერ, 2 წუთის განმავლობაში ნატყოცნ ისართაგან ყველაზე მეტი დაჭერილი ისარი.
ჰამბურგის მკვიდრმა ჯო ალექსანდერმა, თვალახვეულ მდგომარეობაში, 2 წუთის მანძილზე ნატყორცნ ისართაგან 4 დაიჭირა.


თავით გახსნილ ბოთლთა ყველაზე მეტი რაოდენობის ავტორი.
ჰამბურგის მკვიდრმა აჰმედ ტაფზიმ 24 ბოთლი გახსნა თავით.


ორივე ხელით დაჭერილი ყველაზე მეტი ბატიბუტი.
ბატიბუტის კეთების პროცესის 1 წუთის განმავლობაში, ჰამბურგში ჯო ალექსანდერმა 26 ბატუბუტი დაიჭირა.


იოგის ყველაზე ასაკოვანი ინსტრუქტორი.
91 წლის ბერნის მერი ბეითსი, იოგის ყველაზე მხცოვანი ინსტრუქტორია.


ყველაზე გრძელი შოკოლადი.
გინესის რეკორდსმენმა – მიკრო დელა ვეჩიამ, ვინაც ყველაზე დიდი შოკოლადისა და ყველაზე მაღალი ნაყინის სკულპტურის ავტორია, ამჯერად 15 მეტრიანი შოკოლადი შექმნა, რომლის წონაც 6.8 კგ–ია.


ჩაის სმისადმი მიძღვნილი ყველაზე მასიური შეკრაბა.
ესეკსში ჩაის სმის ცერემონიალს 334 ადამიანი დაესწრო.


ზუმბა–ფიტნესის ყველაზე მასიური მეცადინეობა.
ნიდერლანდებში გამართულ ზუმბას მეცადინეობაზე, კომისიამ 1439 ადამიანი დათვალა.


ყველაზე გრძელი კიბე, რომლის საფეხურებზე ჩამოსვლაც შუბლზე წყლით სავსე ჭიქით შეძლო ძაღლმა.
ავსტრალიური ნაგაზი – სვიტ პი, რომელმაც 140 მლ. გრ. წყლიანი ჭიქა 10 საფეხურზე დაუღვრელად ჩამოიტანა.


ჩემოდანში ჩასაძრომად მოხმარებული ყველაზე მცირე დრო.
რეკორდი დაამყარა ნიუიორკელმა ლესლი ტიპტონმა, ვინაც 14.09.09 წ–ს ჩემოდანში განთავსებას 5.43 წამი მოანდომა.


ყველაზე პოპულარული ვიდეო.
ეს გახლავთ ჯასტინ ბიბერის კლიპი, რომელიც შექმნილია სიმღერაზე – “Baby”. 2011 წლის 16 თებერვლის მონაცემით, კლიპი 463 829 304–მა ადამიანმა ნახა ინტერნეტით.

მრავალგზის რეკორდსმენი.
ილინოისის 22 წლის მკვიდრი ბრიჯიტ ჯორდანი, ვისი სიმაღლეც 67 სმ–ია და მისი 20 წლის ძმა ბრედი. ისინი ყველაზე პატარა ტანის მქონე და–ძმაა დედამიწაზე.


ყველაზე დიდი ძაღლი.
ილინოისის ერთ–ერთი ოჯახის მკვიდრი – ჰოლანდიური დოგი “ნოვი”, რომლის სიმაღლეც 89.2 სმ.–ი, ხოლო წონა 72.5 კგ–ია.


ყველაზე დიდი რაოდენობის ნემსი, რომელიც ვინმეს თავის არეში განუთავსებია.
რეკორდსმენი ვეი შენჩუ, ვინაც თავის არეში ჩასობილი 2009 ნემსით გინესის რეკორდთა წიგნში შევიდა. რეკორდი დარეგისტრირებულ იქნა მილანში 11.04.09 წ–ს.